Fount ORIGINAL

დაბრუნება საწყისებთან

დროუსაწინააღმდეგობა, ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება — Techo Fount Workspaces-ის კოლექცია ეყრდნობა ფუნქციური დიზაინის საფუძვლებს. ელეგანტური იერით ის იდეალურად ერგება როგორც ოფისურ, საჯარო, ისე საშინაო გარემოსაც. კოლექცია გამოირჩევა მაღალი ვარიაბელობითა და ფართო გამოყენებით. Fount სერიის მაგიდებისთვის შემუშავებულია ფეხების 8 განსხვავებული ტიპი, თითოეული უნიკალურია და თავსებადია სხვადასხვა დეკორთან და დიზაინთან. ყველა მათგანი შეესაბამება თანამედროვე მდგრადობის სტანდარტებს. კოლექცია ადვილად ერგება სამუშაო გარემოს საჭიროებებს — უზრუნველყოფს როგორც კონცენტრაციისა და პირადი სივრცის, ისე კრეატიული ტვინის შტურმისთვის საჭირო ადგილს.

თამამი ვარიაციები

გირჩევნია ხე თუ ფოლადი — ან ორივე ერთად? მაგიდის ფეხები, ზედაპირები და ინდივიდუალური პანელები თითქმის სრულად ურთიერთშეთავსებადია, რაც გაძლევს საშუალებას ერთ მაგიდაზეც კი გამოიყენო განსხვავებული ფეხები. იქნება ეს ინდივიდუალური სამუშაო მაგიდა თუ საერთო ბენჩ-სადგური, მათ შეიძლება დაემატოს ეკრანები, რომლებიც ხელს უწყობს სივრცის გამიჯვნას, აუმჯობესებს აკუსტიკას და ზრდის ეფექტურობას.

ელეგანტურობის 8 სახე

Techo Fount-ის კოლექცია მოიცავს მაგიდის ფეხების 8 ძირითად ვარიანტს — თითოეული ქმნის თავისებურ და გამორჩეულ დიზაინს.

კატეგორია